Skip to content Skip to footer
MALONGO COFFEE

ფრანგული ხარისხის ისტორია 1934 წლიდან

მალონგოს ისტორია ნიცაში იწყება, სადაც კომპანიამ 1934 წელს დაიწყო ყავის წარმოება. დღეს მალონგო ორგანული და Fair Trade ყავის სეგმენტში ლიდერია. ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მარცვლებს მსოფლიოს გამორჩეული ყავის რეგიონებიდან, სადაც მცირე საოჯახო ფერმერები ტრადიციულ მეთოდებს ინარჩუნებენ.

ჩვენ ყოველწლიურად ვაწარმოებთ 8,000 ტონაზე მეტ ყავას. ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი ხარისხისადმი ერთგულება და ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალიზმია. ჩვენი ღირებულებები ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: მოხალვის შემდეგ მარცვლების უნიკალური თვისებების მაქსიმალურად შენარჩუნება, პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყავის პლანტაციებში შრომობენ, მომხმარებლის სრული კმაყოფილების უზრუნველყოფა.

 

მალონგო არის ლიდერი Fair Trade ყავებისა და ორგანული ყავის სფეროში. ეს სტატუსი კომპანიამ 1992 წელს მიიღო ჩვენივე პიონერული მიდგომისა და მუდმივი ერთგულების შედეგად. ხარისხი, ეთიკა და ინოვაცია, წარმოადგენს იმ შემოქმედებითი ენერგიის წყაროს, რომელიც გვაძლევს წინსვლის საშუალებას. „მალონგო“ არის ისეთი ინოვაციების ავტორი, როგორიცაა ვაკუუმურ ლითონის ქილებში შეფუთული ყავა, single-origin ყავები და 123 Spresso® პოდის სისტემა.

წარმოების პროცესში ჩვენი ყავა ბევრი გამოცდილი სპეციალისტის ხელში განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. თითოეულ ეტაპზე, წარმოებიდან და ლოგისტიკიდან დაწყებული, გაყიდვებითა და შემდგომი მომსახურებით დამთავრებულ, ჩვენ მაღალი სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ. სწორედ ეს პასუხისმგებლიანი მიდგომა და მუდმივი ხარისხის კონტროლი არის ის, რისთვისაც ჩვენი მომხმარებლები მალონგოს ენდობიან და არჩევენ.

2025 წლისთვის მალონგო უკვე მდიდარ ისტორიას ინახავს და სთავაზობს მომხმარებელს არა მხოლოდ მრავალფეროვან ყავას, არამედ ბიო კაკაოს და ბიო ჩაის.

სერტიფიკათები

MALONGO COFFEE
მსოფლიოში წამყვანი სერთიფიკატები — ISO, Max Havelaar Fair Trade და Agriculture Biologique (AB) — უზრუნველყოფენ მალონგოს ხარისხს. ჩვენი მარცვლები დეტალურად კონტროლდება პლანტაციიდან თქვენს ჭიქამდე, რათა თითოეული მარცვალი ასახავდეს თავის ორიგინალურ ხარისხს და გემოს.
Malongo Coffee

ტრადიციული მოხალვა

468588905_997646852408708_9042777263041480202_n
Malongo coffee

საუკეთესო არჩევანი და უმაღლესი ხარისხი

სამართლიანი ვაჭრობა

MALONGO იყო პირველი და ყველაზე ძველი ფრანგული კომპანია, რომელმაც გამოიყენა Max-Havelaar სამართლიანი ვაჭრობის ნიშანი. 2022 წელს ბრენდმა სამართლიანი ვაჭრობის პირობებით შეიძინა 31 სხვადასხვა წარმოშობის მწვანე ყავა, რაც შეადგენდა 4518 ტონას, ანუ იმპორტის 83%-ს. MALONGO მხარს უჭერს სამართლიანი ვაჭრობის პოპულარიზაციას, აუმჯობესებს მას და ქმნის ახალ სერტიფიკატებს ამ მინართულებით.

ორგანული მეურნეობა

მალონგოს ყავების ნახევარზე მეტი და მალონგოს ჩაის 100% ატარებს ორგანულ „AB“ სერტიფიკატს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პროდუქტი წარმოებულია ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გარეშე. მალონგო ანხორციელებს ტრეინინგებს ორგანული მეურნეობის წასახალისებლად და ხელმძღვანელობს აგრონომიულ კვლევით პროექტებს, რათა გაუმჯობესდეს პროდუქციის წარმოება და ამავდროულად შემცირდეს ყავის წარმოების ზეგავლენა გარემოზე.

მდგრადი განვითარება, ინოვაცია

განახლებადი ენერგია, ნარჩენების დახარისხება და ხელახალი გამოყენება, ეკო-დიზაინი, ეკო-შეფუთვა, ბუნებრივი ქაღალდის პოდები, ყავის აპარატების გადამუშავება, თანამშრომლებსა და მომწოდებლებში ცნობიერების ამაღლება — MALONGO მხარს უჭერს მკაცრ პრინციპებს მდგრადი განვითარების მიმართულებით. ახალი EOH ესპრესოს აპარატი 100%-ით საფრანგეთშია წარმოებული; ის რეციკლირებადია, გამძლეა და შეუზღუდავად შეკეთებადია.

პროდუქცია

ბუნებრივი ქაღალდის პოდები

ყავის მარცვალი

მალონგოს ყავის მარცვლები წარმოებულია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, სადაც ყავის კულტურა საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა.
თითოეული მარცვალი გადის მკაცრ ლაბორატორიულ ტესტირებას. 

მალონგოს ყავა გამოირჩევა უნიკალური გემოთი, რომელიც ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ტოვებს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.